ზურაბ პატარაძე სარფში აქციის მონაწილეებს შეხვდა

სარფში მიმდინარე აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდა. შეკრებილების ნაწილი მას ხმაურით შეხვდა, თუმცა მათთან საუბრის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თურქეთის გენერალურ კონსულთან ერთად მიემგზავრება თურქეთში არათვინის გუბერნატორთან შესახვედრად, რომელიხ სარფის საბაჟოს კურირეებს. “ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ კონსესუსს, რათა ორი ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრისკვეთა თანაბარ პირობებში შეეძლოთ,” -განაცხადა პატარაძემ. მან საზღვარი უკვე გადაკვეთა.

სარფში დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს.

1 იანვრიდან თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი გამკაცრდა. ახალი წესის თანახმად. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში სამუშაოდ, ახალი რეგულაციების თანახმად, მათი თითოეული გადასვლა (თუნდაც ერთი საათით) აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის 1 დღე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურ სამუშაოზე თურქეთში გადამსვლელებს ამიერიდან 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით გადასვლის უფლება ექნებათ.

ეს გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს წინაშე წარდგნენ დამნაშავეები გომელაურიდან დაწყებული – მალხაზ მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიაეკოლოგია და ტრანსპორტი ჩვენთვისაც პრიორიტეტულია – კალაძე NDI-ს კვლევაზე