სასამართლოს წინაშე წარდგნენ დამნაშავეები გომელაურიდან დაწყებული – მალხაზ მაჩალიკაშვილი

26 დეკემბერს დუისში ჩატარებულისპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მისი შვილის საქმე სტრასბურგში მიაქვს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის გამოძიებას არ ენდობა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგეს ყველა ის პირი , ვინც სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მატ შორის სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური.
„აქ მე გასაქანს არ მომცემენ. ეს მე ვიცი მთავრობისგან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რაღაც ტყუილზე ააგეს. ჩემი ძირითადი მიზანი არის, სტრასბურგზე გავიტანო ეს საქმე და დავამტკიცო ჩემი და ჩემი ვაჟის თემირლანის სიმართლე. მეორე რაც არის ჩემი მოთხოვნა, სასამართლოს წინაშე წარდგნენ დამნაშავეები, დაწყებული ზემდგომებიდან, გომელაურიდან დაწყებული, ვინც განახორციელა ეს გასროლა,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთათელაძის მკვლელობა-სამართალდამცველები დასაკითხად ერთ პირს ეძებენ
შემდეგი სტატიაზურაბ პატარაძე სარფში აქციის მონაწილეებს შეხვდა