ზურაბ მელიქიშვილი: ამოცანა იყო ანაკლიის პორტის პერსპექტივის მოკვლა- და ეს განახორციელეს!

“რატომ ვერ ხვდება მამუკა ხაზარაძე, რომ თემა მარტო მას არ ეხება, არც ცალკე აღებულ ბიზნესის ტერორს საქართველოში. რატომ ვერ ხვდება რომ მისდა უნებურად ის , TBS და ანაკლიის პორტი გახდნენ ,,დიდი თემის” შემადგენელი ნაწილები?
ჩამოვყვეთ პუნქტებად:
1. ამოცანა იყო ანაკლიის პორტის პერსპექტივის მოკვლა- და ეს განახორციელეს!
2. რომ არ გამჟღავნდეს ბოლომდე რეალური მიზეზი, მამუკა ხაზარაძეს ბოლომდე მიყვებიან და რა ხელშესახები დაპირებებიც არ უნდა მისცენ მაინც გაწირავენ ბოლომდე!
3. ანაკლიის პორტის პერსპექტივის ,,ჩასანაცვლებლად” აქტუალური გახდება აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი და გრძელვადიანი დარტყმა იქნება!”,-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში “ნიკორას” მარკეტში ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა