ზუგდიდში “ნიკორას” მარკეტში ინციდენტი მოხდა

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში მაღაზია “ნიკორაში” ინციდენტი მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “თაიმერს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რამდენიმე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა დახლთან რიგში მდგომ ახალგაზრდა ქალებატონებს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა მაღაზიაში მყოფმა კონსულტანტმა არაფხიზელ მამაკაცებს სთხოვა გარეთ გასულიყვნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მამაკაცებმა შენიშვნის მიღების შემდეგ მაღაზიაში ძვირადღირებული სამელების დაფა გატეხეს, რასაც სასმელების მტვრევა მოყვა, ასევე, დამტვრეულია მაღაზიის ინვენტარი. ფიზიკურად გაუსწორდნენ მაღაზიის პერსონალს.

დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ რაიმე სახის  სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით არის თუ არა თანხა წაღებული, არ კონკრეტდება
როგორც ,,თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება  139-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: მე არ გამოვრიცხავ ხაზარაძის დაკავებას
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: ამოცანა იყო ანაკლიის პორტის პერსპექტივის მოკვლა- და ეს განახორციელეს!