ზურაბ ჯაფარიძე ელენე ხოშტარიას პროგრამის წარდგენაზე მივიდა

გირჩის ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას პროგრამის წარდგენაზე მივიდა.

“აქ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვარ, ელენეს აქვს შეხვედრა. მე ელენეს საჯაროდ გამოვუცხადე მხარდაჭერა. ვაკე არის უბანი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე.

მხარდაჭერა იმიტომ გამოვუცხადე, რომ, ჩემი აზრით, ელენეს აქვს ერთი თვისება, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დეფიციტშია – გულწრფელობა. გულწრფელობა არა ზოგადად, არამედ გულწრფელი ინტერესი და მოტივაცია, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ არ მოსწონს და გულწრფელად უნდა ამის შეცვლა.” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ელენე ხოშტარია ვაკის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატია. 15 სექტებერს გამოქვეყნებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 39% ამბობს, რომ არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ხმას ელენე ხოშტარიას მისცემდა.

banner
წინა სტატიაში“დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება, ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ” – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: აზერბაიჯანული სახელმძღვანელოს მიხედვით მთელი აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანია