დეკანოზი ილია ჭიღლაძე: აზერბაიჯანული სახელმძღვანელოს მიხედვით მთელი აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანია

საქართველოს რომ პატრონი არ ჰყავს და ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებები (მეცნიერებათა აკადემიით დაწყებული) მკვდარი ორგანიზაციებია დიდი ხანია მივხვდი, მაგრამ მაინც მინდა რაღაც ვიღონოთ ქართველებმა, იმ ნაწილმა, ვისაც შერჩა სამშობლოს სიყვარული: არნახული ფალსიფიკაცია და ანტიქართული ქმედებები ხდება აზერბაიჯანის მხრიდან, გამომიგზავნეს აზერბაიჯანის საშუალო სკოლის მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს რუკები, სადაც მთელი აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანის (ძველი ალბანეთის და შირვანის) ნაწილებადაა გამოცხადებული, ქართლ-კახეთი კი ქუთაისთან ყოფილა😃. არანაირი მონიტორინგი მეზობელი ქვეყნების ისტორიის სახელმძღვანელოების არ ხდება ქართული სამეცნიერო დაწესებულებების მხრიდან, ქართული სახელმწიფო კი უდიდეს უუნარობას და ურეაქციობას იჩენს. რა თქმა უნდა, მათ სახელმძღვანელოს ჩვენ ვერ გამოვცემთ და ვერც შევუცლით შინაარს, მაგრამ მაღალი ტრიბუნებიდან და სახელმწიფოებრივ დონეზე ხომ უნდა ვიღებდეთ ხმას?! თუ ასე თავლაფდასხმულები სირაქლემის პოზაში ვიყოთ?!
P.S. ზოგი მაინც ვერ იგებს რა არის გასაკეთებელი, ამიტომ დავაკონკრეტებ: საჭიროა აზერული გამოცემების სამეცნიერო რეცენზირება და სამ ენაზე -აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური – გავრცელება. ხოლო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი დიპლომატიური საპროტესტო ქმედებები-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე ელენე ხოშტარიას პროგრამის წარდგენაზე მივიდა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი