ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართველ დეპუტატებს პორნოვიდეოს ბმული გაუგზავნა

მოძრაობა „გირჩის“ ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტის დეპუტატებს პორნოვიდეოს ბმული გაუგზავნა. ის აქვეყნებს სქრინშოთს, რომელზეც პარლამენტარების დავით მათიკაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის და ვანო ზარდიაშვილის სავარაუდო სამუშაო მეილებია გამოსახული.

ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა არა მხოლოდ მიიღო ბმული, არამედ ჩამოტვირთა და უყურა კიდეც.

„აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ .. wait for it … გადმოქაჩა და უყურა. ანუ, ვაზუსტებ:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით – ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად.

ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინმა პირველად უპასუხა უცხოელ ჟურნალისტს
შემდეგი სტატია„თიბისი ბანკი“ პროკურატურის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს