კიმ ჩენ ინმა პირველად უპასუხა უცხოელ ჟურნალისტს

კიმ ჩენ ინსჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ვიეტნამში სამიტის დროს პირველად უპასუხა უცხოური მედიის წარმომადგენელს – ამ უპრეცენდენტო შემთხვევაზე დასავლური მედია ინტენსიურად წერს. კიმ ჩენ ინი, როგორც წესი, უცხოურ მედიასთან არ ურთიერთობს. ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა ტრამპს და კიმს მოლაპარაკებები უნდა დაეწყოთ, მედიის წარმომადგენლებს კი შენობის დატოვება სთხოვეს. “ხელმძღვანელო კიმ, თქვენ დარწმუნებული ხართ?” – ერთმა ჟურნალისტმა მოასწრო შეკითხვის დასმა. პასუხად კიმმა თარჯიმანის მეშვეობით უპასუხა: “ჯერ ადრეა ამაზე საუბარი (სამიტის შედეგებზე), მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუენბული ვარ, რომ კარგ შედეგებს მივიღებთ” – თქვა კიმმა.

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას დაუყოვნებლივ სურს სანქციების მოხსნა, რაც შეუძლებელია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს მოთხოვნებისთვის მზად არ აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველო არ ფიგურირებს არც ერთი სანქციების სიაში, ყველა სანქცია ეხება უკრაინას და არა საქართველოს, ეს იყო ჩვენი ხელისუფლების შეგნებული ნაბიჯი
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართველ დეპუტატებს პორნოვიდეოს ბმული გაუგზავნა