ზურაბ ერქვანია: დუმილი აუხსნელია! ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების მყისიერ განგაშს და რეაგირებას მოითხოვს!

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში

SOS! სტრაუსის სინდრომი საშიშია! ,,ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის” საერთაშორისო ფრენებისათვის გახსნა სამხედრო-პოლიტიკური საკითხია.
თავს ნუ მოვიტყუებთ, სოხუმის აეროპორტის რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქცევის საფრთხე რეალურია. ოკუპირებული სოხუმის და კრემლის შეთანხმება ა.წ. 26 ივლისს უკვე რატიფიცირებულია! სამწუხაროდ, სოხუმის აეროპორტს და აფხაზეთის საჰაერო სივრცეს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს სტანდარტის მსგავსი, ოთხნიშნა ალფაბეტური კოდი URAS უკვე მინიჭებული აქვს…
არანაირად არ არის საკმარისი მხოლოდ ტრადიციული განცხადებები და ფორმალური დიპპროტესტი. არ არის საკმარისი აპელირებᲐ მხოლოდ იმით, რომ 2008 წელს მიღებული საქართველოს კანონი
,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კრძალავს აფხაზეთში საერთაშორისო ფრენებს. ვაღიაროთ, რომ ეს კანონი არ მუშაობს!
ფაქტია, ეს სამოქალაქო და სამხედრო აეროდრომიც იქნება და რუსეთის მფლობელობაში გადავა.
დუმილი აუხსნელია! ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების მყისიერ განგაშს და რეაგირებას მოითხოვს! ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსკოვში აქტიურად მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები რკინიგზის და საზღვაო პორტის ამოქმედების საკითხებზე,- წერს აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ერქვანია.

 

სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთის მართვაში გადავა

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა ქალაქ დნეპრს დაარტყეს: იწვის საცხოვრებელი კორპუსი (ვიდეო)
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზღვაში ბანაობისგან თავი შეიკავონ