ზურაბ ჭიაბერაშვილი : ჯანდაცვა ქაოტურ მდგომარეობამდე მიდის

საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებს საპარლამენტო უმცირესობა ეხმაურება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაანონსებული ცვლილებების უარყოფით მხარეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების არასისტემური მიდგომა ჯანდაცვაში ქაოსს გამოიწვევს.

„აუცილებლად ამ ნაბიჯს მოჰყვება კერძო სადაზღვეო პაკეტების გაძვირება და უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს ისარგებლოს კერძო დაზღვევით, მაგრამ მოქმედებს პრინციპი, რომ ისინი ვერ მოხვდებიან საყოველთაო დაზღვევაში და ამ ათეულ ათასობით ადამიანის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. საბოლოო ჯამში ასეთ ცალკეულ ნაბიჯებს და არა სისტემურ მიდგომას მიჰყავს ჩვენი ჯანდაცვა ქაოტურ მდგომარეობამდე,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებებს გეგმავს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ხარჯების ოპტიმიზაცია შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე მოხდება და ძირითადი აქცენტები მოწყვლად ჯგუფებზე გაკეთდება.

banner
წინა სტატიაში“მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით”
შემდეგი სტატიათანამშრომლებს გარემოს დაცვის სამინისტროდანაც უშვებენ