თანამშრომლებს გარემოს დაცვის სამინისტროდანაც უშვებენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი

განათლების სამინისტროს და კულტურის სამინისტროს შემდეგ კადრების შემცირება იგეგმება გარემოს დაცვის სამინისტროში. მინისტრის თქმით, 10% შემცირდება როგორც ხარჯები ასევე ადამიანური რესურსიც.

“ოპტიმიზაცია შეეხება იმდენ ადამიანს, რამდენსაც ის სტრუქტურა მოითხოვს, რომელზეც ჩვენ ვყალიბდებით. რაოდენობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ფინანსების, ასევე, ადამიანური რესურსების 10%-ის შემცირების პოტენციალი გამოვნახეთ”. -აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : ჯანდაცვა ქაოტურ მდგომარეობამდე მიდის
შემდეგი სტატია„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს