“ზურაბ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას ერთობლივი ჩართულობით მოხდა „ტელე-იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევება”

ზურაბ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას ერთობლივი ჩართულობით მოხდა „ტელე-იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევება, – ამის შესახებ „ტელე-იმედის“ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მოწმეების ჩევენებაზე დაყრდნობით განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ პირდაპირ ადეიშვილისგან მიიღეს დავალება, მიეხედათ „ტელე-იმედისთვის“.

„როდესაც ადეიშვილი გასცემდა „იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევების და დალუქვის დავალებას, ამ პროცესს ესწრებოდა ნიკა გვარამია. სწორედ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას ერთობლივი ჩართულობით მოხდა „იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევება და დალუქვა, ხოლო ლიცენზიის ჩამორთმევა იყო შეთითხნილი მიზეზი. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს მითითებები ხდებოდა ადეიშვილის მხრიდან”, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორი აცხადებს, რომ ამ გეგმის შესახებ იცოდნენ მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა და ექსპრეზიდენტმაც.

banner
წინა სტატიაში“ალბათ „რუსთავი 2“ გამოაქვეყნებს გაყალბებულ გამოკითხვებს, შექმნიან განწყობას, თითქოს გაყალბდა არჩევნები, რადგან მათ ეგზიტპოლებს არ ემთხვევა”
შემდეგი სტატიაპროკურატურა 27 სექტემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებს მიმართავს