“ალბათ „რუსთავი 2“ გამოაქვეყნებს გაყალბებულ გამოკითხვებს, შექმნიან განწყობას, თითქოს გაყალბდა არჩევნები, რადგან მათ ეგზიტპოლებს არ ემთხვევა”

27 სექტემბერს ძლიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ქობულეთში განუცხადა.

„ეს არის ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები გადატრიალების შესახებ, ამ გადატრიალებაში კონკრეტული ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის ჩართულობაზე. ისინი იარაღად იყენებენ ტელევიზიას ბნელი ზრახვებისთვის. სავარაუდო სცენარი ასეთია – ალბათ „რუსთავი 2“ გაამოაქვეყნებს გამოკითხვებს, რომელიც იქნება გაყალბებული ლევან თარხნიშვილისა და მისი ცოლის მიერ. კვლევაში იქნება პარტიების რეიტინგები მიცემული, სადაც ალბათ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ გადაუსწრებს ან მცირე განსხვავება იქნება პარტიებს შორის. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადონ, არჩევნების დღეს, როცა რეალური შედეგები დაიდება, შექმნიან განწყობას, თითქოს გაყალბდა არჩევნები, რადგან „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს არ ემთხვევა“,-აღნიშნა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ბევრი რამე ემთხვევა ერთმანეთს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით – ბარიკადების აღმართვას დიალოგი, „თავისუფალი ზონის“ განცხადებები, რომ არეულობა და გადატრიალება იგეგმება, ახლა აუდიჩანაწერები.

„ბევრი რამე ემთხვევა ერთმანეთს. მე შინაარსზე ვსაუბრობ, დანარჩენს, გამოძიება დაადგენს“,-აღნიშნა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ანეკდოტების მოყოლაზე არიან გადასული
შემდეგი სტატია“ზურაბ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას ერთობლივი ჩართულობით მოხდა „ტელე-იმედიდან“ ჟურნალისტების გამოძევება”