ზურაბ აბაშიძე: უმრავლესობას არც იმას ეკითხება ვინმე, კვირიკაშვილი უნდა იყოს თუ არა პრემიერ-მინისტრი

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

საპარლამენტო უმრავლესობას არავინ ეკითხება გიორგი კვირიკაშვილი უნდა იყოს თუ არა პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. აბაშიძე საპარლამენტო უმრავლესობის ირაკლი ღარიბაშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა.
“უმრავლესობა შეიკრიბა და როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი არ ყოფილიყო. ასევე, როგორც ჩანს, უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას ბატონ კვირიკაშვილთან დაკავშირებით – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, სინამდვილეში კი უმრავლესობა აქ არაფერ შუაშია. არავინ იცოდა, რომ ღარიბაშვილი აღარ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობას არც იმას ეკითხება ვინმე, კვირიკაშვილი უნდა იყოს თუ არა პრემიერ-მინისტრი”, – განაცახდა ზურაბ აბაშიძემ.
თავად გიორგი კვირიკაშვილის კომპეტენციასთან და რეპუტაციასთან დაკავშირებით, ზურაბ აბაშიძეს კითხვები არ აქვს და ერთადერთი, რასაც მომავალ პრემიერ-მინისტრს ურჩევს ისაა, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას ჩახედოს.
“ვისურვებდი, მან თავის სამუშაო მაგიდაზე დაიდოს “ქართული ოცნების” პროგრამა, ძალიან სიღრმისეულად შეისწავლოს, ისაუბროს, რა არ შესრულდა, რა შესრულდება ამ დარჩენილ თვეებში. თუმცა მე ეჭვი მეპარება, ხელისუფლების მხრიდან რაიმე რადიკალური ცვლილებები მოხდეს ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური წინსვლის, პენსიების ზრდის, სოციალური პრობლემების გადაჭრისა და უამრავი ადამიანისთვის გაძვირებული ცხოვრების გაიაფების კუთხით”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ადამიანებს გვაქვს თვისებაა, რომ ავირჩიოთ ის, ვისთანაც თანამშრომლობის აწყობილი მექანიზმი გვაქვს
შემდეგი სტატიაგიგლა ბარამიძე: მურუსიძის არჩევით, სამართლიან სასამართლოზე საუბარი სრულდება