ზუგდიდში,კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო ავტოპარკინგზე მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა

ზუგდიდში,კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო ავტოპარკინგზე მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მანქანის მძღოლი 17 წლის გოგო. თვითმხილველების ინფორმაციით ,ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე თქმით, ქალი უგონო მდგომარეობაში იყო.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. ზუგდიდის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით,დაშავებულ პაციენტს უტარდება კვლევები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ავარიის შესახებ კომენტარი გაკეთდება შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების, ბიზნესისთვის შეთავაზების დამატებით 100 პროექტს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: თავმოყვარე ერს პრეზიდენტის გამოსვლის ობიექტურად შეფასება უნდა შეგვეძლოს