ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ “ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს

თაიმერირამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში “ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს -იტყობინება “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან.
მაღაზია რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. თვითმხილველების თქმით, მაღაზიაში ნიღბიანი შეიარაღებული პირი შევარდა, რომელმაც გამყიდველი მუქარით აიძულა მაღაზიის ფული მიეცა. სავარაუდოდ წაღებულია 500-600 ლარი.
“თაიმერის” კორესპონდენტის თქმით, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშიერდორანი მოჰამედ ალის დაკრძალვიდან სკანდალურად წავიდა
შემდეგი სტატიასაქართველომ, კოსოვომ, უკრაინამ და თურქეთმა, დღეს ვიზალიბერალიზაციაზე უარი მიიღეს