ზუგდიდში ოპოზიციის აქციის დროს ენმ-ს წევრი, გუკა ქარდავა დააკავეს

ზუგდიდში, გუშინ გამართული ოპოზიციის აქციის დროს ხობის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, გუკა ქარდავა დააკავეს. მას ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხოფას ედავებიან. ჟურნალისტი კი “პოს ტივის” წარმომადგენელი ნათია ბერიძეა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას საქმეში პროკურატურის “ოქროს მოწმე” იყო.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ნათია ბერიძე აქციის მონაწილეების, მათ შორის გუკა ქარდავას პროვოცირებას გამიზნულად ცდილობდა.

დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, დღეს კი სასამართლო პროცესი გაიმართება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გუკა ქარდავას დაკავება არჩევნებს უკავშირდება რადგან ის პროცესში აქტიურადაა ჩართული და ხობის საკრებულოს წევრიც გახდა.

banner
წინა სტატიაშიჯინ შაჰინი – რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია
შემდეგი სტატიასუს-ი სისტემატიურად მისმენდა – 119-ე სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორი