ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა
კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დააკავა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,
სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით
გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას,
რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის
შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის
საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას რუსლან აბაშიძე დაიკავებს
შემდეგი სტატიაგიორგი პატარაია: ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს