ზუგდიდში გარემოვაჭრეები ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობენ

გარემოვაჭრეები ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ, რაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ხდება. მოვაჭრეებმა დილით აქცია ბაზრის გარეთა პერიმეტრზე გამართეს, ხოლო შემდეგ მერიასთან გადაინაცვლეს, ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ლაშა გოგია მათთან არ გამოჩენილა. ამის შემდეგ მიიღეს აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება.თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს, ისინი მსვლელობით მიემართებიან ცენტრალური გზით, მოძრაობა ნახევრად პარალიზებულია. გარემოვაჭრეები წუხელ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დახლების აღებას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიახალციხე-ნინოწმინდისა და ხაშური-ახალციხე-ვალეს გზებზე შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება