“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციებზე პრაქტიკულად არ უსაუბრიათ, წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავეს”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციებზე პრაქტიკულად არ უსაუბრიათ, წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ თემის კომენტირებისას.

მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით“.

„სანქციებზე პრაქტიკულად საუბარი არ ყოფილა. ადამიანმა გარკვევით თქვა და წინასწარ საუბრისგან საერთოდ თავი შეიკავა. იგივე შეიძლება ითქვას პრემიერ-მინისტრის გადადგომა-არგადადგომის საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებებს, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოქმედებებთან, ერთი მკაფიოდ დაგმობასთან დაკავშირებით და მეორე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან, რეაგირებასთან დაკავშირებით ეს ერთი-ერთზე ემთხვევა იმ განცხადებებს, რომელიც მათ შორის ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში 5 ივლისიდან მოყოლებული.

კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შესაძლებლობით და ვიტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად, ცალსახად და უალტერნატივოდ დასაგმობია ის, რაც ვიხილეთ 5 ივლისს თბილისის ქუჩებში. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საუბარი გვაქვს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაზე და ძალადობის იმ ფორმებზე, რომელიც ვიხილეთ.

არც ერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს არათუ უბრალოდ პასუხისმგებლობისა და რეაგირების გარეშე, არამედ მკაცრი სამართლებრივი რეაგირების გარეშე. ვინაიდან თავისი სიმძიმით და მასშტაბით არის საზოგადოებისთვის სახიფათო სამართალდარღვევები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისს თბილისი ქუჩებში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რომლითაც გაბათილდება ეჭვები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ერთ-ერთი ბიზნესმენის 3 სართულიანი სახლი იწვის