ზუგდიდში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ქავთარაძე დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

“თაიმერმა” აღნიშნული ინფორმაცია ექსკლუზიურად რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

 

ექსკლუზივი:ზუგდიდში მღვდელი დააკავეს-შსს ინფორმაციას არ ადასტურებს

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტს უნდა სააკაშვილი უკან, საქართველოში დაბრუნდეს, ვეჭვობ, მეტსაც
შემდეგი სტატიათურნავა აქციებზე- ჩვენ მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ