მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტს უნდა სააკაშვილი უკან, საქართველოში დაბრუნდეს, ვეჭვობ, მეტსაც

მინდა, მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებლებს, ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს, იყო ასეთი, ასლან აბაშიძე, რომელიც გაიქცა ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში, თან წაიყვანა სულ ოთხი, თუ ხუთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილს არც ერთი თქვენგანი არ გაახსნდებით, შემდეგ უკვე საქმის დაჭერა მოგიწევთ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომელიც „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

„მინდა, მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებლებს, ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს, იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან თავის გადასახადიდან ხელფასს, ივანიშვილი კი არ გიხდით ხელფასს, ისინი გიხდიან ხელფასს და თქვენ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს – იყო ასეთი, ასლან აბაშიძე, რომელიც გაიქცა ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში, დღესაც იქ არის და თან წაიყვანა სულ ოთხი თუ ხუთი ადამიანი. ციხეში ჩატოვა, მაგალითად გენერალი დუმბაძე, რომელიც კბილებით იცავდა მას და ასრულებდა მის ყველა უკანონო ბრძანებას. სამაგიეროდ, მერე გამოაგზავნა სპეციალური თვითმფრინავი და წაიყვანა თავისი ძაღლი ბასმაჩი, ასეთი ძაღლი ჰყავდა საყვარელი.

მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილს, რა თქმა უნდა, თავისი ზებრა, პინგვინები და სხვა ცხოველი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თითოეული თქვენგანი. ეჭვი მაქვს, ხალხს საერთოდ არ წაიყვანს, გარდა ოჯახის წევრებისა და აუცილებლად წაიყვანს რომელიმე საყვარელ ცხოველს, არც ერთი თქვენგანი არ გაახსნდებით. შემდეგ უკვე საქმის დაჭერა მოგიწევთ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან, რადგან რასაც თქვენ აკეთებთ, ამას ჰქვია სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ყველა ქვეყანაში. მე ნამდვილად არ მემეტებით თქვენ ციხისთვის, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით, იმიტომ რომ მგონი ყველამ ჭკუა ისწავლა, ყველა შემდგომი მთავრობა იქნება ბევრად უფრო ბრძენი, მოზომილი ასეთი ხალხის უკან მიღებაში. გთხოვთ დაფიქრდით, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ. ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია“,- აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ერთ-ერთი კომპანიის კვლევაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, როგორც სააკაშვილი აცხადებს, გამოკითხულთა 60 პროცენტს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება სურს.

„მინდა, ვუთხრა იმათაც, ვინც რაღაც ერთ სიბრტყეზე აყენებს ივანიშვილს და მე – ბოლო გამოკითხვაში, რომელიც ჩაატარა „ედისონ ფოლინგმა“, ეს არის დამოუკიდებელი გამოკითხვა, საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი, მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა, მე ეჭვი მაქვს, რომ არის ბევრად მეტი, ამბობს, რომ უნდათ, სააკაშვილი დაბრუნდეს უკან საქართველოში. მე ამას უბრალოდ ვიღებ დიდი სიხარულით, რომ ასეთი დამოკიდებულებაა ხალხის, მაგრამ ეს ასევე აჩვენებს დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ.

ასე რომ, არანაირი ერთი ციფრი არ არსებობს, ეს არის ციფრები, ეს არის ფაქტები და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, ამიტომ არის ასეთ პანიკაში.

მას შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს ცალკეული ოპოზიციონერების მიმართ, მაგრამ ვერაფერს ვეღარ მოუხერხებს ქართველ ახალგაზრდობას, თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს, და აქ სააკაშვილი მართლა მეათეხარისხოვანია უკვე. მე არაფერ შუაში არ ვარ, ეს უბრალოდ ფაქტად მოვიყვანე. რეალურად, მას პრობლემა აქვს უკვე არა სააკაშვილთან, როგორც თვითონ უნდა, რომ დახატოს, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებასთან, რომლის ქვეყნიდან გაძევება მან დააანონსა. უქართველობა დააანონსა საქართველოში. ვერ ეღირსება, ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერი კარგად იქნება“,- აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: მონებს, ყველგან და ყოველთვის, ისტორიის სანაგვეზე ელოდებიან!
შემდეგი სტატიაზუგდიდში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს