ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 360 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა იხურება.

„დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – ზურაბ ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – მესამედ რომ მისცემს ადამიანი „ქართულ ოცნებას“ ხმას, იმას ჩიპიც აქვს ჩადგმული და უბედურება სჭირს