ზუგდიდის სოფელ რუხში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

ზუგდიდში, სოფელ რუხის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა.

მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, მამაკაცი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

„მამაკაცი ტერმინალურ მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და აპნოეთი შემოიყვანეს. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა რამდენიმე წუთში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“,–განაცხადა სულხან ორჟონიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ავტოავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიმას უნდა ჰკითხოთ, რის საფუძველზე აკეთებს ამ დასკვნებს, ეს თალაკვაძის პრობლემაა – გეგიძე გამოკითხვაზე შესვლამდე, თალაკვაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს