უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 20, 2019 09:39

უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

ქ. კიევში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე.
მირიან გოჩაძესთან და თენგიზ ზანაძესთან ერთად, ასევე დაკავებულია ლევან ხუციშვილი.

მირიან გოჩაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 1994 წლიდან 2013 წლამდე. სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი (დეპარტამენტის დირექტორი). – თენგიზ ზანაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 2004 წლიდან 2013 წლამდე.

ლევან ხუციშვილი შსს ორგანოებში მუშაობდა 2006 წლიდან იყო სსდ-საქ. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს II სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ ბორისპოლში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სახლის მეპატრონის ავტომობილი გაიტაცეს. ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ე.წ. ბოევიკებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც ” თაიმერ”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე უკრაინელ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

 

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 20, 2019 09:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics