მას უნდა ჰკითხოთ, რის საფუძველზე აკეთებს ამ დასკვნებს, ეს თალაკვაძის პრობლემაა – გეგიძე გამოკითხვაზე შესვლამდე, თალაკვაძეს პასუხობს

ბიძინა გეგიძის სუს-ში დაბარება – პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე ეხმაურება.

საქმე ეხება, არჩილ თალაკვაძის შეფასებას, რომელმაც ბიძინა გეგიძის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მისი გუნდის წევრი სხვა პარტიაში აპირებს გადასვლას და მისი ამგვარი განცხადებები, რომელიც პოლიტიკურ დევნას შეეხება, სწორედ ამას უკავშირდება.

ბიძინა გეგიძე კი ამბობს, რომ სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება მას არ გაუკეთებია და გაუგებარია, რატომ შეაფასა ასე მისი განცხადებები თალაკვაძემ.

„მისი მოსაზრებაა, მას უნდა ჰკითხოთ, რის საფუძველზე აკეთებს ამ დასკვნებს, ეს თალაკვაძის პრობლემაა,“ – ამბობს გეგიძე.

ბიძინა გეგიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე, დაახლოებით, საათნახევარია, რაც იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გეგიძე მოწმის სახით არის დაბარებული 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიმე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან -სააკაშვილის სარეკლამო რგოლი ვარშავიდან
შემდეგი სტატიაზუგდიდის სოფელ რუხში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა