ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად მესამედ იკრიბებიან

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატები მესამედ იკრიბებიან. სხდომაზე მთავარი საკითხი კვლავ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაა. 45 წევრიდან, სხდომას 26 დეპუტატი ესწრება.

საკრებულოს სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს. მათი განცხადებით, სხდომას იმიტომ ტოვებენ, რომ მათი პარტიის წევრების დიდი ნაწილი, გარკვეული მიზეზების გამო არ იმყოფება დარბაზში.

„ჩვენი გუნდის წევრები არ იყვნენ, მიზეზები ჰქონდათ. ჩვენ უბრალოდ მოვედით იმიტომ, რომ ჩვენი ერთ-ერთი წევრის უფლებამონაცვლეობა ვცანით”,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხათუნა შამუგიამ.

სხდომაზე „ქართული ოცნება” და პარტია „საქართველოსთვის” წევრები რჩებიან. გამომდინარე იქიდან, რომ კვორუმი არის, სხდომა გრძელდება.

ახლად არჩეული საკრებულოს წევრები პირველად 3 დეკემბერს შეიკრიბნენ, თუმცა ხელმძღვანელი პირების არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს – გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა