მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს – გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მრავალსაათიანი მსჯელობის შემდეგ, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. გამამართლებელ ვერდიქტს 12-ვე მათგანმა დაუჭირა მხარი.

კობიაშვილი გამართლდა ორივე ბრალდებაში – განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში.

გორის რაიონულ სასამართლოსთან მსაჯულების გადაწყვეტილებას მოკლული ახალგაზრდას, თაზო გორთამაშვილის ოჯახის წევრები აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით ისევ გადაიდო
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად მესამედ იკრიბებიან