ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგება დაასრულა.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები. ასევე, მიმდებარედ, ევდოშვილის ქუჩის N12-სა და N18-ში შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი. ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 2 185 კვ.მ ფართობზე დაიგო.

აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ 100 704 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.

ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტა წერეთლის გამზირის N77 ვ-ში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის პირველ კორპუსთან და მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ აწესრიგებს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას
შემდეგი სტატიაძიუდოისტი, რომლის ცემასაც უგულავას ედავებიან, პროცესზე უკვე მეორედ არ გამოცხადდა