ძიუდოისტი, რომლის ცემასაც უგულავას ედავებიან, პროცესზე უკვე მეორედ არ გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი გიგი უგულავას საქმის მორიგი პროცესი გაიმართა. ძიუდოსტი ბადრი გავაშელიშვილი, რომლის ცემასაც ედავებიან პოლიტიკოსს, პროცესზე უკვე მეორედ არ გამოცხადაა.

უგულავა სპორტსმენის სასამართლოში გამოცხდებას მოითხოვს.

“გავაშელიშვილი ძალიან უნდათ, რომ დაკითხონ დისტანციურად. წინაზე ჰქონდათ მცდელობა, სადღაც კახეთში, ბუჩქებში იყო ჩამალული და იქიდან ლუღლუღებდა.

ჩემი მკაფიო მოთხოვნაა, რომ მოიყვანეთ ეს კაცი სასამართლოზე. ახლაც ერთ-ერთი ექსპერტი დაიკითხა სკაიპის მეშვეობით, და სმენადობა არის ცუდი. მოვიდეს, სასამართლოს ჩახედოს თვალებში და მეც მექნება შესაძლებლობა, რომ კითხვები დავუსვა”, – განაცხადა გიგი უგულავამ

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა
შემდეგი სტატიაგერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სახელით, გერმანულმა საკონსულტაციო სამსახურმა შრომითი დავების სასამართლოში სარჩელი შეიტანა