ზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წელი მიუსაჯა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე”, მესამე ნაწილის ,,გ”, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, მესამე ნაწილის ,,ბ”, ,,გ“ და 273-ე მუხლით. მას 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ საქმეზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაკითხა ათობით მოწმე, შეისწავლა დოკუმენტური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგნები, რომლებზეც ბრალდებულის და მისი თანამზრახველების დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.

“დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ბრალდებული სამ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა მოხუც დებს. თავდამსხმელებმა მათ და ფეხები შეუკრეს და იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ სასტიკად სცემეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივფიქრობ, ნინო ლომჯარია უფრო ობიექტური იქნება და არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში და სასამართლოს საქმიანობაში
შემდეგი სტატია,,პატრიოტები” ლომჯარიას მხარს არ უჭერენ და ომბუდსმენად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას აყენებენ