,,პატრიოტები” ლომჯარიას მხარს არ უჭერენ და ომბუდსმენად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას აყენებენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 29, 2017 12:30

,,პატრიოტები” ლომჯარიას მხარს არ უჭერენ და ომბუდსმენად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას აყენებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. „პატრიოტებს“ სახალხო დამცველის პოსტზე გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა ჰყავთ წარდგენილი.

„ეს ადამიანი არის ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც წლების მანძილზე ევროპაში მოღვაწეობს და ასევე გახლავთ ადამიანის უფლებათა დამცველი. გიორგი ფოფხაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებაში სერიოზული წვლილი შეიტანა. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდა, რასაც საქართველოში ბოლო 25 წლის მანძილზე ადგილი ჰქონდა. ვთვლით, რომ ჩვენი კანდიდატი ღირსეულია და ნებისმიერ კანდიდატს კონკურენციას თავისუფლად გაუწევს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანდიდატის გამარჯვებისთვის ვიღვწით და მხარს ლომჯარიას არ ვუჭერთ“, – აცხადებს ინაშვილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 29, 2017 12:30