ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ორი ფრაქცია შეიქმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს უხუცესი წევრი კონსტანტინე უბერი უძღვებოდა.

სხდომაზე ცნობილ იქნა ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება, ამით უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს.

სხდომაზე ორი ფრაქცია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ზუგდიდი – საქართველოსთვის“ დაფუძნდა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი გოგოხია, ხოლო მოადგილეებად: თაზო ფაცაცია, თამუნა ჯიქია, ეკატერინე კიფაია, სანდრო სორდია, ოთარ ქადარია და ჯონი ჯიქია აირჩიეს. ფრაქციას „ზუგდიდი – საქართველოსთვის“ გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი მალხაზ თორია იქნება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხის განუხილველობის გამო, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, სხდომა ერთი კვირით გადაიდო და ის პარასკევს, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.

წინა სტატიაშიფოთის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიეს
შემდეგი სტატიამდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ