ზუგდიდის ყოფილი გამგებელი: ჩემგან სეირს თუ ელოდებით, ეს არ მოხდება

saretaniaზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გურგენ სართანიამ, ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ დატოვა მან „ქართული ოცნება“. სართანია ამჯერად „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

„თუ ვინმე ჩემგან ელოდება სეირს და სკანდალს, მინდა იმედები გავუცრუო, ეს არ მოხდება, მე დავტოვე “ქართული ოცნება” იმიტომ, რომ ხალხთან უფრო მეტი კონტაქტი იყო საჭირო. მე ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს უკმაყოფილებას და ეს ჩანდა შიგნით. მე არ ვემხრობოდი იმას, რომ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ყოფილი ნაციონალები. ბოლო წვეთი იყო კორცხელის ინციდენტი. მქონდა იმედი, რომ ცენტრალური ოფისი მაინც მიიღებდა ადეკვატურ გადაწყვეტილებას და დაისჯებოდნენ ამის ჩამდენები, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ამან კი ივანიშვილის რეიტინგი საგრძნობლად დასწია დაბლა.“- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გურგენ სართანიამ.

ყოფილმა გამგებელმა დაადასტურა, რომ ის ოფიციალურად გადავიდა „პატრიოტთა ალიანსში“ და დაადასტურა ისიც, რომ იქნება გამგებლობის კანდიდატი.

„ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს ჯანსაღად. ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ხალხის ბედი აწუხებთ. მე მჯერა, რომ ეს პარტია არასოდეს იქნება კოჰაბიტაციაში ნაციონალებთან. ჩემთვის საამაყოა ის პერიოდი, როდესაც ვიდექი „ქართული ოცნების“ გვერდით” – განაცხადა გურგენ სართანიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაჩვენი პარტია იბრძოლებს, რომ მოიპოვოს აჭარის უმაღლეს საბჭოს უმრავლესობა – დავით თარხან-მოურავი