ზუგდიდელი ამომრჩევლის განცხადებას, რომ მათი ხმების ყიდვას “ქართული ოცნება” ცდილობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჭორს უწოდებენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2019 18:32

ზუგდიდელი ამომრჩევლის განცხადებას, რომ მათი ხმების ყიდვას “ქართული ოცნება” ცდილობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჭორს უწოდებენ

ზუგდიდელი ამომრჩევლის განცხადებას, რომ მათი ხმების ყიდვას “ქართული ოცნება” ცდილობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჭორს უწოდებენ.

ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ თუ მოსყიდვის ფაქტების არსებობს, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. ჩუგოშვილის თქმით, ის შეფასებას მხოლოდ ფაქტების არსებობის შემთხვევაში გააკეთებს.

„როცა უბრალოდ საუბრობენ და ამის უკან ფაქტი არ გაქვთ კონკრეტული, ეს არის ჭორი, თუ გაქვთ ფაქტები, არსებობს კონკრეტული ორგანოები, რომლებიც ასეთ ფაქტებს სწავლობენ. თუ გაქვთ ფაქტები, ამ ფაქტებზე უნდა ვილაპარაკოთ, ხოლო ვინ რას საუბრობს ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არსებობენ ამისთვის კომპეტენტური ორგანოები, თუ რაიმე დასაბუთება მაინც შეიძლება იყოს, ან რეალობასთან რაიმე შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ შეისწავლიან და პასუხებიც იქნება,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2019 18:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics