ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპრექტის მიხედვით, ამ დანაშაულისთვის სასჯელის მინიმალური ზომა ჯარიმა იქნება, მაქსიმალური კი 2-წლიანი პატიმრობა.

იმ შემთხვევაში კი თუ დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით, სასჯელი მძიმდება. ასევე, დამძიმდება სასჯელი თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს დაიყოლიებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალი სამთავრობო ინიციატივა ვერაფერს შეცვლის, რადგან ხელისუფლება თავად თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან.

„სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ რამდენიმე მუხლს აერთიანებს და მიზანი გახლავთ ძირითადად ის, რომ ამ დანაშაულის პრევენცია გავხადოთ უფრო ეფექტიანი, ვიდრე ეს აქამდე იყო. პრევენცია მოვახდინოთ, როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ახალი ინსტრუმენტების შემოღების გზით, არამედ ჩადენის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დამატებითი ინსტრუმენტების შემოღების გზით, როგორიც არის მაგალითად, ამ ადამიანების პერიოდული მონიტორინგი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან და გარკვეული აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება გარკვეულ დაწესებულებებში დასაქმებასთან მიმართებით. გაიზარდა მომართვიანობა, არა მხოლოდ პედაგოგების, მანდატურების, ექიმების მხრიდან ანუ დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვართავს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, ვიდრე მოგვართავდა გუშინ. შესაბამისად, რაოდენობაში ზრდა გვაქვს, ისევე როგორც არასრულწლოვნების მიმართ ასეთი დანაშაულების ჩადენის შემთხვევების რაოდენობა არის გაზრდილი,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდელი ამომრჩევლის განცხადებას, რომ მათი ხმების ყიდვას “ქართული ოცნება” ცდილობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჭორს უწოდებენ
შემდეგი სტატიაკამპანიის „ღამე მუზეუმში” ფარგლებში, 18 მაისის 21:00 საათიდან მუზეუმებში ღონისძიებები გაიართება