ჟვანია: ოპოზიციის თვალთახედვით, ყველა არჩევნები გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება

როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები ოპოზიციის თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკოს სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ქვეყნისა და ხალხის მიერ გამოხატული ხმები შემაჯამებელ ოქმშია ასახული.

„როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება. ქვეყნისა და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული. შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც 9 საარჩევნო სუბიექტზე არის გადანაწილებული. ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია. ხალხი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს ამ ლეგიტიმაციას, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ხალხისა დ ქვეყნის სახელით, როცა ყოველი მათგანის ხმაზე ვისაუბრებთ და არა ცალკეულ, კერძო გამოხატვაზე“, – განაცხადა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიცესკო-სთან აქციის მონაწილეებმა კარტოფილი მიიტანეს
შემდეგი სტატიაკანადაში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა