კანადაში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

კანადაში საქართველოს საელჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, ვანკუვერის ცენტრალურ „სტენლის პარკში“ 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

„აღსანიშნავია,რომ ბოლო წლების განმავლობაში საელჩო, ვანკუვერის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციასთან ერთად, პატრონაჟს უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომლის მიზანია კანადის საზოგადოებას გააცნოს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი და კანადის მოსახლეობაში საქართველოს ცნობადობა აამაღლოს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ქუმარიტაშილმა ერთ-ერთი ბოლო საცდელი დაშვების დროს მართვა დაკარგა და დიდი სიჩქარით მოძრავი ციგით ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ნოდარ ქუმარიტაშვილი 21 წლის იყო. მოციგავე მშობლიურ ბაკურიანშია დაკრძალული.

banner
წინა სტატიაშიჟვანია: ოპოზიციის თვალთახედვით, ყველა არჩევნები გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება
შემდეგი სტატიაანა დოლიძე სახალხო სამაჟორიტარო ბიუროს ხსნის