ჟურნალისტის მკვლელობაზე დანიელ გამომგონებელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

დანიელ გამომგონებელს პეტერ მადსენს შვედი ჟურნალისტის კიმ ვალის მკვლელობის საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ვალის დაჩეხილი სხეული 2017 წლის 21 აგვისტოს იპოვეს, 11 დღის შემდეგ, რაც ის გამომგონებელთან ინტერვიუზე წავიდა. მადსენს ბრალი განზრახ მკვლელობაში ჰქონდა წაყენებული.
40 წლის ჟურნალისტი, რომელიც მადსენის გამოგონებაზე მასალას ამზადებდა, 10 აგვისტოს დაიკარგა, მას შემდეგ, რაც ის მეცნიერის ნავ “ნაუტილუსზე” ავიდა, სადაც ინტერვიუ უნდა ჩაეწერა. განგაში მისმა პარტნიორმა ატეხა იმის გამო, რომ ვალი სახლში არ დაბრუნდა. მადსონი ღია ზღვაში იპოვეს მას შემდეგ, რაც მისი ნავი ჩაიძირა – პოლიციის ვერსიით, მან ნავი განზრახ ჩაძირა. 21 აგვისტოს ველოსიპედისტმა ადამიანის სხეული შენიშნა ზღვაში. თავი და ფეხები 6 ოქტომბერს იპოვეს – ისინი ჩანთაში ელაგა და სიმძიმეზე იყო მიბბული.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დანიაში უვადო პატიმრობა 15 ადამიანს მიესაჯა.

banner
წინა სტატიაში“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა”: რუსეთი პროპაგანდის ქსელს აფართოვებს
შემდეგი სტატიასაუდი კატარს სირიაში ჯარის შეყვანისკენ მოუწოდებს