საუდი კატარს სირიაში ჯარის შეყვანისკენ მოუწოდებს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა კატარს სირიაში საკუთარი ჯარის შეყვანისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამით კატარი აშშ-ს მხარდაჭერას დააფიქსირებს -ამის შესახებ ინფორმაციას Saudi Press Agency ავრცელებს. საუდელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკეთესია კატარმა ეს მანამდე გააკეთოს, სანამ აშშ გადაიფიქრებს კატარში სამხედრო ბაზის განთავსებას, რადგანაც აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე დოჰაში რეჟიმი ერთ კვირაზე ნაკლებ პერიოდში გადავარდება.

აპრილის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს შესთავაზა თანხა გადაიახადოს, თუკი მას სურს, რომ ამერიკელი სამხედროები სირიაში დარჩნენ – The Hill-ი წერს.
აპრილის შუა რიცხვებში აშშ-მ საუდის არაბეთს, კატარს და გაერთიანებულ ემირატებს მიმართა მხარი დაუჭირონ სირიაში ინფრასტრუქტურის აღდგენაში – The Wall Street Journal-მა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტის მკვლელობაზე დანიელ გამომგონებელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიარის თქმას აპირებს ივანიშვილისთვის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია