ჟოზეფ დოლი ე.წ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილს, უგულავას და ახალაიას შეხვდა

news
ავტ.: news მარტი 30, 2016 18:45

ჟოზეფ დოლი ე.წ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილს, უგულავას და ახალაიას შეხვდა

ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მუშაობს თავის თავზე იმისთვის, რომ არ გამოვიდეს გაბოროტებული ციხიდან”, – ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შეხვდა.

დოლიმ ის გზავნილები გააჟღერა, რომლებიც მას ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გადასცეს და აღნიშნა, რომ სამივე იბრძვის იმისთვის, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ქვეყანა.

ყოფილ მაღალჩინოსნებთან EPP-ის პრეზიდენტის შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

“მე მათ ვუპასუხე, რომ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე შევიდეს ევროპაში. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, რომელშიც კანონი კანონობს, უნდა იყოს სამართალი და დავამატებდი, რომ უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, იმისთვის, რომ საქართველოში ახალგაზრდები განვითარდნენ, იცხოვრონ აქ და საქართველოში ინვესტიცია შემოვიდეს. მე ძალიან დიდი ემოციით გამოვედი. როცა ადამიანი შედის ციხეში, ეს იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი მერი, ის შედის ციხეში და იქ რჩება. მით უმეტეს, როდესაც სამართალი არ არის სწორი ყოველთვის მათ მიმართ. მაგრამ მე მინდა ამავე დროს მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება, ხანგრძლივი საუბარი მქონოდა ამ სამ ადამიანთან. ისინი აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მუშაობს თავის თავზე, იმისთვის, რომ არ გამოვიდეს გაბოროტებული ციხიდან და პოზიტივი მაინც გამოიტანოს აქედან. ჩემთვის ეს ძალიან პოზიტიური იყო”, – განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.

news
ავტ.: news მარტი 30, 2016 18:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics