თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს, თუმცა ამბობენ, რომ “ბრძოლას გააგრძელებენ”.

როგორც თსუ-ს თვითმმართველობის პრეზედენტმა, შალვა საბაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმმართველობის წევრები შიმშილობას წყვეტენ, რადგან მათი მოთხოვნა, რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია.

თუმცა, მისივე განცხადებით, ანაგრძობენ ბრძოლას სტუდენტების თავისუფლებისთვის.

საბაურის თქმით, რაც უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში ხდებოდა, აღარ უნდა განმეორდეს.

banner
წინა სტატიაშიჟოზეფ დოლი ე.წ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილს, უგულავას და ახალაიას შეხვდა
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს