ჟოზე მაურინიო “მანჩესტერ იუნაითედიდან” გაუშვეს

პორტუგალიელი ჟოზე მაურინიო საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერ იუნაითედის” მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ის გუნდში ორწელიწადნახევარი მუშაობდა. მის სავარაუდო წასვლაზე გარკვეული ხნის წინ დაიწყეს საუბარი. გულშემატკივრები საფეხბურთო კლუბის თავდაცვითი სტრატეგიით უკმაყოფილოები იყვნენ. კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ახალი სეზონის დაწყებამდე დაინიშნება – “ბიბისი” წერს.

“მაჩესტერ იუნაითედის” სეზონის პირველი 17 თამაშის მაჩვენებელი, სადაც მათ 26 ქულა დააგროვეს, 1990-1991 წლის სეზონზე უარესია. წარუმატებელი თამაშის გარდა, მაურინიოს გუნდთან პირადი კონფლიქტები ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას ხელისუფლებაში მოკალათებული წითელი ინტელიგენცია ბლოკავს
შემდეგი სტატიავატიკანში ქრისტეშობის სცენა ქვიშისგან ააშენეს