ჟორჟოლიანი: ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებსაც ხსნიან გიგანტი ქვეყნები, არათუ მაჟორიტარებს

“ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებსაც ხსნიან გიგანტი ქვეყნები, არათუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს”. – ამბობს წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალ დევი ჭანკოტაძეზე, რომელიც მან ჩაანაცვლა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში გივი ჭიჭინაძე წარადგინა, ჭანკოტაძის გამარჯვების შანსებმა იკლო.

“ბატონი გივი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მეგობარი. ეს ნიშნავს იმას, რომ რესურსი მეტია იქ, ბატონი ბიძინას რესურსიც იქნება იქ. შესაბამისად ძაან ისეთი ეპიცენტრია მოკლედ… კვლევებმა აჩვენა, რომ შანსები შეუმცირდა გაერთიანებულ ოპოზიციას და ჩათვალეს, რომ ვისაც მეტი შანსი ექნება, ის დააყენეს. ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია იმ პარტიის და იმ ადამიანების, რომლებიც ორიენტირებულნი არიან გამარჯვებაზე”. – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი 7

ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოში გენერალი დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ აქამდე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “ვარაუდობდნენ”, გენერალი დევი ჭანკოტაძე მაჟორიტარი იქნებოდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ჭანკოტაძე პარტიის სიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

banner
წინა სტატიაშიჭანკოტაძე: სააკაშვილთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მომეხსნა კანდიდატურა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია