ჭანკოტაძე: სააკაშვილთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მომეხსნა კანდიდატურა

გენერალი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილტან ერთად მიიღეს. მიზეზებზე საუბრისას ჭანკოტაძე ამბობს, რომ დროში ვერ ეტეოდა.

“მოდიოდა ზარები ჩვენი ყოფილი მებრძოლებისა და ჩვენი ვეტერანების. ყველას უნდოდა ჩემთან შეხვედრა. დროში ფიზიკურად ვერ ვეტეოდი. გადავწყვიტეთ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომ მომეხსნა მე ჩემი კანდიდატურა და გადავერთე რეგიონებში სასიარულოდ.

ხვალ მინდივარ ქალბატონ ნანუკასთან ერთად და იქედან ვიწყებ ჩემი ყოფილი ოლქიდან მუშაობას და მერე გადავერთვები – ყველა მაჟორიტარის ოლქში ჩავალ.” – ამბობს დევი ჭანკოტაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი ნომერი იქნება ის ნაციონალური მოძრაობის სიაში, ჭანკოტაძე პასუხობს, რომ “ცოტა ინტრიგა დავტოვოთ ამ საკითხში. გადაწყვეტს პარტია, რა ნომერი ვიქნები.”

ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოში გენერალი დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ აქამდე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერები იყო გაკრული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ანთაძის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატიაჟორჟოლიანი: ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებსაც ხსნიან გიგანტი ქვეყნები, არათუ მაჟორიტარებს