ჟირინოვსკი თბილისის გავლით ერევნი-მოსკოვის მატარებლის დანიშვნას ითხოვს

რუსმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 24 აპრილს სომხებთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე წინადადება წამოაყენა ერევანი-მოსკოვის მატარებლის დანიშვნის შესახებ, რომელიც სომხეთის დედაქალაქიდან რუსეთის დედაქალაქში 20 საათში ჩავა თბილისის გავლით. “ერევანი-მოსკოვის სწრაფმავალში ჩავჯდებოდი, რომელიც თბილისის გავლით 20 საათში ჩავიდოდა მოსკოვში. 20 საათში” – თქვა ჟირინოვსკიმ. მის ამ წინადადებას მსმენელებიდან რეპლიკა მოყვა მეტროს გახსნაზე. “მეტრო? კარგი, იყოს მეტრო. მეტრო ერევანი-მოსკოვი. ჩვენს მეცნიერებს შეუძლიათ ამის გაკეთება. მადლობა თქვენ და რუსებს მადლობა, რომლებიც სომეხ ხალხს ყოველთვის იცავდნენ – უკვე ასობით წელია. რუსები და სომხები ერთად” – თქვა ჟირინოვსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვი: ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს…
შემდეგი სტატიამსოფლიო პრესის თავისუფლების დღე -“რ2”-სა და აფგან მუხთარლის საქმეები Freedom House-ის ანგარიშში