მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე -“რ2”-სა და აფგან მუხთარლის საქმეები Freedom House-ის ანგარიშში

დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ Freedom House-მა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ მოხვდა “რუსთავი2”.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებული დავის გამო ქართული მედია-ლანდშაფტი შეიცვალა. ავტორიტეტული ორგანიზაცია ასევე მიუთითებს იმ ფინანსურ სირთულეებზე, რაც “რუსთავი 2”-ს აღნიშნული პროცესის დაწყების შემდეგ შეექმნა.
ანგარიშში ასევე მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუქთარლის საქმე და აღნიშნულია, რომ მისი გატაცება საქართველოს სპეცსამსახურების აშკარა დახმარებით მოხდა.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი თბილისის გავლით ერევნი-მოსკოვის მატარებლის დანიშვნას ითხოვს
შემდეგი სტატიამუხთარლი პატიმრობაში რჩება – შაქის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა