მიხეილ სააკაშვი: ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს…

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ენმ-ის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე არჩვანის ეთერში საუბრობს.

ენმ-ის ლიდერი აცხადებს, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე არა მხოლოდ მძიმე სოციალურმა ფონმა, არამედ ანტირუსულმა განწყობებმაც იქონია გავლენა.

„სარქსიანის უკან იყო რამდენიმე ოლიგარქი, პლუს რუსი ოლიგარქები სომხური წარმოშობის, ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს სომხეთში და პრაქტიკულად, სომხეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაყარეს ქვეყნიდან ხელოვნურად იმიტომ, რომ ქვეყანაში არ იყო შესაძლებლობები,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სომხეთში ანტირუსული განწყობა მაღალია და სომხეთი რუსულ ორბიტაზე არ დარჩება.

„ყველა მიხვდა, რუსეთს რა თამაში აქვს კავკასიაში. რუსეთი არ არის დაინტერესებული იმაში, რომ ან სომხეთმა მოიგოს ომი ან აზერბაიჯანმა, ერთი ხელით სომხეთს აძლევს იარაღს, მეორე ხელით – აზერბაიჯანს, ერთი მხრივ სომხეთს აქეზებს, მეორე მხრივ აზერბაიჯანს და საბოლოო ჯამში, მათი მთავარი ინტერესი არის კონფლიქტის შენარჩუნება კავკასიაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სომხეთში, საქართველოს მსგავსად, არჩევნებს ფორმალური ხასიათი აქვს და რეალურ ცვლილებებს არ იძლევა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ივანიშვილი საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს.

„რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი ოკუპანტი საქართველოს ტერიტორიულად, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე არის რუსეთის გაგრძელება და მეორე მხრივ, სამი ბანკის მეშვეობით, რომელსაც ის აკონტროლებს, კერძოდ, ხაზარაძის, რუხაძის და ქართუ ბანკის მეშვეობით, ის აკონტროლებს 10 ქართველიდან 7-ის ბიუჯეტს, ყოველი მეორე პენსიონერი არის მისი ან ამ საბანკო ჯგუფების მოვალე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სომხეთში მიმდინარე მოვლენების განვითარებაზე დიდი როლი ახალგაზრდებმა ითამაშეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სომხეთის ამოცანა დეოლიგარქიზაციაა.

„ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს… ამიტომ, სომხეთში თუ ყველა ოლიგარქი არ ამოძირკვეს, არაფერი მათ არ გამოუვათ… საბოლოო ჯამში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში გაიმარჯვებს ის ხალხი, ვინც ოპოზიციას უბრალოდ კი არ თამაშობს, არამედ მართლა არ გაიყიდა, არ გაიყიდა ივანიშვილის ფულზე, მართლა არ თამაშობს იმას, რომ სისტემას არ ეწინააღმდეგება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

https://youtu.be/5qJ0yVyobq8

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მაკრონს პიჯაკიდან ქერტლი გადაწმინდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჟირინოვსკი თბილისის გავლით ერევნი-მოსკოვის მატარებლის დანიშვნას ითხოვს