ჟიგიმანტას პავილიონისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა.

18 თებერვალს მან განაცხადა, რომ აორგანიზებდნენ საპარლამენტო დელეგაციას, რათა საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ოპოზიციის ყველა ლიდერთან გაემართათ შეხვედრები.

“დავსხდებით ერთ მხარესთანაც, მეორე მხარესთანაც. შევეცდებით, რომ ვიპოვოთ გამოსავალი. რადგან თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთმანეთის ციხეში გაშვებით იქ ნამდვილად ვერ მოხვდებიან”-განაცახადა ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე: ოპოზიცია მიზანმიმართულად ქმნის სურათს, რომ ნიკა მელია ციხეში წავიდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა