ჟანრი ლოლაშვილი – კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო

კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, აღარ გვყავს ქვეყნის ღირსი შვილი”, – ამის შესახებ მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის ეროვნულ თეატრში განუცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც ლოლაშვილი აცხადებს, კახი კავსაძე გულისხმიერი, არაჩვეულებრივი კოლეგა და ფანტასტიური ქმარი იყო.

“კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო. აღარ გვყავს ქვეყნის ღირსი შვილი, არაჩვეულებრივი გულისხმიერი, კარგი მეგობარი, არაჩვეულებრივი კოლეგა, ფანტასტიური ქმარი და ასეთივე მამა. კახიზე შეგიძლია მთელი სამი საათი ილაპარაკო და კიდევ არ გეყოს დრო”, – აცხადებს ჟანრი ლოლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომსა და სოფელ დიღომში სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები წუხანდელი ღამიდან მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნა არ არის ცალსახად პოზიტიური